ფეხბურთი

17:32 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი კლასიკოს წინ: “ჩემთვის ფავორიტი “რეალია“

ხვალ ესპანეთის თასის ნახევარფინალში სეზონში რიგით მესამე „ელ კლასიკო“ გაიმართება. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩავიმ ისაუბრა:



„ჩემთვის ფავორიტი „რეალია“, რადგან ისინი ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან. ესპანეთის სუპერ თასის შედეგს ფავორიტის სტატუსთან კავშირი არ აქვს.“

„ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვყავს. არის ისეთი მომენტები, როდესაც ისინი ბურთს არ ფლობენ, თუმცა დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს ორ ან სამ შეხებაში ახერხებენ კართან მიახლოებას.“

„დღეს ანსუ ფატი ვარჯიშს დაუბრუნდა. ვხედავ, რომ ის ძალიან ბედნიერი და მოტივირებულია, რაც უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება ფერან ტორესს, მე ერთ-ერთი მოქმედი პირი ვარ იმაში, რომ ის დღეს „ბარსელონაშია. მან „კადისთან" შესანიშნავი თამაში აჩვენა, რაც მას ძალიან სჭირდებოდა. ფერანს ნდობას ვუცხადებთ, რათა განვითარება განაგრძოს.“

„გუნდი ვითარდება, ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ და ლა ლიგაშიც ჯერ კვლავ ბრძოლაში ვართ. ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ და წინა ორი შეხვედრის შედეგი არ გავითვალისწინოთ“ - განაცხადა ჩავიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.122973