კალათბურთი

13:17 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტის ოჯახი უკანონოდ გავრცელებული ფოტოების გამო 29 მილიონს მიიღებს

კობი ბრაიანტის მეუღლე და მისი ოჯახი, მეხანძრე-მაშველების მიერ ავიაკატასტროფის ფოტოების საქმესთან შეუსაბამო პირებისთვის გაზიარების გამო, დაახლოებით 29 მილიონს მიიღებს.



კობი ბრაიანტის ცოლის, ვანესა ბრაიანტის განცხადებით, ავიაკატასტროფის დროს მეხანძრე-მაშველებმა ფოტოები გადაიღეს და საქმესთან შეუსაბამო პირებს გაუზიარეს, რის გამოც მან საჩივარი ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში შეიტანა.

როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი წარმომადგენელი ადგილზე გადაღებულ საზარელ ფოტოებს ბარის მეპატრონეს და სხვა წევრებს უნებართვოდ აჩვენებდა, მათი ქმედებები კი მიუღებელი იყო.

დეპარტამენტმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა და გაირკვა, რომ ლეგენდარული კალათბურთელის ქვრივი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 29 მილიონ დოლარს მიიღებს.

კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა 2020 წლის 26 იანვარს, 7 სხვა ადამიანთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

0.111954