ავტოსპორტი

1:27 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინში სტროლი შეიძლება ბრაზილიელმა ფელიპე დრუგოვიჩმა შეცვალოს

არაა გამორიცხული, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ რბოლაში, რომელიც ბაჰრეინში ჩატარდება, „ასტონ მარტინში“ ტრავმირებული კანადელი ლანს სტროლის მანქანით, ბრაზილიელმა სარეზერვო პილოტმა, ფელიპე დრუგოვიჩმა იასპარეზოს.

„თუ ლანსი მზად ვერ იქნება, მას ფელიპე შეცვლის და ის ფერნენდოსთან (ალონსო) ერთად იასპარეზებს“, - ნათქვამია ინგლისური გუნდის განცხადებაში.

24 წლის სტროლმა, ვინც გუნდის მფლობელ ლოურენს სტროლის შვილია, მაჯის ტრავმა ესპანეთში, ველოსიპედით ვარჯიშისას მიიღო. „ასტონ მარტინი“ იმედოვნებს, რომ სტროლი ბაჰრეინში ასპარეზობას შეძლებს. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, თადარიგი მაინც დაიჭირა.

სტროლმა ტრავმის გამო, ბაჰრეინში ჩატარებული წინასასეზონო ტესტები გამოტოვა. იქ ის სწორედ დრუგოვიჩმა შეცვალა, ვინც 117 წრის გავლა შეძლო და რბოლისთვისაც მზადაა.

22 წლის დრუგოვიჩი ფორმულა 2-ის მოქმედი ჩემპიონია. გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებით, სტროლის ადგილზე, სებასტიან ფეტელის შესაძლო დაბრუნების ვარიანტი გამოირიცხა.

0.115174