ჩოგბურთი

0:58 | 1.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი აკაპულკოს ტურნირს ალბათ გამოტოვებს

მსოფლიოს მეორე ჩოგან კარლოს ალკარასის მწვრთნელი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მისი შეგირდი აკაპულკოს ტურნირზე, რომელიც ამ კვირაში ტარდება, ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ის ტრავმაა, რომელიც მან ახლახანს, რიოს ღია პირველობის ფინლში მიიღო.

19 წლის ალკარასმა, მუცლის პრესის და ბარძაყის ტრავმის გამო, დაახლოებით სამი თვე ვერ ითამაშა და ამის გამო, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. ის ATP-ს ტურს ახლახანს, ბუენოს აირესში დაუბრუნდა და ის ტურნირი მოიგო. იქ მან ბრიტანელი კამერონ ნორიე დაამარცხა, ვისაც რიოს ფინალშიც შევხდა. მაგრამ ამჯერად მარცხენა ფეხში ტკივილმა შეაწუხა და დამარცხდა.

ალკარასის მწვრთნელმა ანტონიო მარტინეს კასკალესმა განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი შანსია იმისა, რომ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, აკაპულკოში თამაშს ვერ შეძლებს.

„ტრავმა შეიძლება რთული არ იყოს, მაგრამ მოკლე დროში საფარის შეცვლა და იქ თამაში, როდსაც არც გივარჯიშია, აზრს მოკლებულია“, - ამბობს კასკალესი. ის დასძენს, რომ რიოს ფინალში, ტრავმირებულმა ალკარასმა თავად გადაწყვიტა ბოლომდე თამაში.

0.115378