„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.
რონალდუმ თებერვალში საუდის არაბეთის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა - მან ერთხელ პოკერი, ერთხელ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მთლიანობაში რონალდუს საუდის არაბეთის ჩემპიონატში 6 თამაში აქვს ჩატარებული და 8 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე მეოთხე ადგილზეა.