უკრაინის პრემიერლიგაში „შახტარმა“ სტუმრად „მინაი“ 4:1 დაამარცხა და დონეცკურ გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი გოჩოლეიშვილს.
მან უკრაინული კლუბის მაისური ოფიციალურ შეხვედრაში პირველად მოირგო. გიორგი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც უკვე ხუთივე გოლი გასული იყო.
მოგეხსენებათ, გოჩოლეიშვილი „შახტარს“ იანვარში შეუერთდა. დონეცკელებმა ქართველი ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვეს, თუმცა უკრაინის ჩემპიონატში მას თამაშის უფლება აქვს. „შახტარი“ 14 თამაშში მოპოვებული 33 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „დნიპრო 1“-ს ორი ქულით ჩამორჩება.