„მანჩესტერ იუნაიტედმა,“ „კარდიფ სიტის“ 16 წლის თავდამსხმელს, გაბრიელ ბიანკერის კონტრაქტი გაუფორმა.
ბიანკერი „იუნაიტედის“ ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფორვარდს დიდ საფეხბურთო მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
თავდამსხმელი უელსის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, თუმცა მომავალში შესაძლოა ინგლისის ან იტალიის ეროვნულ გუნდებში მოსინჯოს ძალა. ბიანკერი მიმდინარე სეზონში „კარდიფ სიტის“ 18-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და 12 გოლი გაიტანა.