ალბანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ნეაპოლურ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კვარას შესაძლებლობებს ჯერ კიდევ მანამდე კარგად იცნობდა, სანამ ის „ნაპოლიში“ გადავიდა. ამის მიზეზი კი ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩია, რომელიც ერთი წლის წინ გაიმართა.
„მას უკვე ვიცნობდი, რადგან ალბანეთი საქართველოს ხვდებოდა და ჩვენს ანალიტიკოს როსისთან ერთად მასზე ყველა დეტალი შევისწავლეთ. ის დიდებული ფეხბურთელია, ფენომენი, რომელსაც ბურთს ვერასდროს წაართმევ. მის ყოველ მოქმედება გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პასს გააკეთებს თუ კარში დაარტყამს“, - თქვა რეიამ.
შეგახსენებთ, ედოარდო რეია „ნაპოლისაც“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან ამ კლუბში ის 2005-2009 წლებში მუშაობდა და სერია A-ში 2007 წელს სწორედ მან დააბრუნა.