საფრანგეთის ქალაქ ლილში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების 9 სპორტსმენიდან ყველამ მოახერხა სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება.
მსუბუქ კატეგორიაში გამარჯვებულთა კვარცხლბეკი მხოლოდ ქართველმა მებრძოლებმა დაიკავეს.
ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ანდრეი ზინჩენკომ აქაც იმარჯვა და ტურნირის ოქროს მედალთან ერთად, საუკეთესო მებრძოლის პრიზიც დაიმსახურა, მინდია მგელაძემ ვერცხლის, ლაშა შანთაძემ და დათა ფუტკარაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
80 კგ.-ში თენგიზ ბასტოიანმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. 80+ კგ.ში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც დავით მსხალაძემ ლევან ვერულიძე დაამარცხა.
ქალებში -55 კგ.ში მარიამ წიკლაური ვერცხლის მედალოსანი გახდა. 35 წლის ზემოთ კი აბსოლიტურ კატეგორიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ცინცაძემ პირველობა მოიპოვა და ჩემპიონობასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ტექნიკური მონაწილის სპეციალური პრიზიც დაისაკუთრა.
აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი, ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ლაშა ხაჭაპურიძის გეგმის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი იყო, რომელიც 1 აპრილს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში გაიმართება.
საფრანგეთის ტურნირს ქართველი არბირტრი, ბექა მჭედლიშვილიც მსაჯობდა. ხოლო ჩვენი გუნდის სამედიცინო მომსახურებას, სპორტული მედიცინის ასოციაციის წარმომადგენელი, ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი, ფირუზ ტუნაძე უზრუნველყოფდა.