საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ახლა წილისყრას უნდა დაველოდოთ, რომელიც 29 აპრილს გაიმართება.
ზუსტად 61 დღეში, 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს.
სწორედ ამ დღეს გავიგებთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში მოგწევს ასპარეზობა - ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.
საქართველოს ნაკრებმა ისლანდიასთან ბოლო მატჩი 77:80 წააგო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, ისტორიაში პირველად მაინც მოახერხა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია