დასრულდა ესპანური პრიმერას 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ალმერია“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა. გუნდები ერთმანეთს „უეგოს მედიტერანეოს სტადიონზე“ დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში სტუმრებს ბურთის ფლობის თითქმის 70% ჰქონდათ, მაგრამ ამან ისინი გაშვებული გოლისგან ვერ იხსნა. 24-ე წუთზე „ალმერია“ კონტრშეტევაში გადავიდა, ნახევარმცველმა ლუის სუარესმა თავდამსხმელი ელ ბილალ ტურე მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანაკნელს შანსი ხელიდან არ გაუშვია 1:0.
მიუხედაცვად ამ მარცხისა, კატალონიელები კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 7 ქულით უსწრებენ.
„ალმერია“ კი 25 ქულით მე-15 ადგილზე დგას.