ფეხბურთი

22:49 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ ექვსი წლის თავზე პირველი ტიტული მოიგო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „უემბლის“ სტადიონზე, ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ნიუკასლს“ 2:0 მოუგო და 2017 წლის შემდეგ პირველ ტიტულს დაეუფლა.

33-ე წუთზე ანგარიში მანკუნიანელთა ბრაზილიელმა შუახაზელმა, კაზემირომ გახსნა. ექვს წუთში კი მარკუს რაშფორდი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ძლიერად დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული ნიუკასლელთა მცველ სვენ ბოტმანს შეეხო და ისე აღმოჩნდა კარში - 2:0.

„მანჩესტერი“ ლიგის თასს ისტორიაში მეექვსედ დაეუფლა.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი

26 თებერვალი. „უემბლი“

მანჩესტერი - ნიუკასლი 2:0

1:0 კაზემირო (33), 2:0 ბოტმანი (39 საკ. კარში)

მანჩესტერი: დე ხეა, დალოტი (ვან ბისაკა 46), ვარანი, ლისანდრო მარტინესი, შოუ, ფრედი (ზაბიცერი 69), კაზემირო, ანტონი (სანჩო 83), ფერნანდეში, რაშფორდი (მაგუაირი 88), ვეგჰორსტი (მაკტომინეი 70)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

ნიუკასლი: კარიუსი, ბერნი, ბოტმანი, შერი, ტრიპიერი, გიმარაინსი (უილკოკი 79), ლონგსტაფი (ისაკი 46), ჟოელიტონი, სენ-მაქსიმენი (მერფი 78), უილსონი, ალმირონი

მწვრთნელი: ედი ჰაუ
მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: დალოტი (9), ფრედი (37), დე ხეა (85), კაზემირო (87); ჟოელინტონი (45+6), ბოტმანი (67)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.125592
სარეკლამო ადგილი - 99
X x X