„იუვენტუსის“ ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ის კლუბს. ასევე განსხვავებაზე ფეხბურთელისა და მწვრთნელს პროფესიებს შორის. ამჟამად 43 წლის იტალიელი თურქული „ფათიჰ კარაგიუმრუკის“ დამრიგებელია.
„ეს ძალიან დიდი შანსი იყო და შეუძლებელი გახლდათ უარის თქმა. როდესაც ხელმძღვანელობა „იუვენტუსის“ გაწვრთნას გთავაზობს, ვფიქრობ, ყველა დათანხმდება. არ მგონია, რაიმე დავაშავე, ჩვენ გვქონდა მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და თასის მოგება.
სულ სხვაა, როცა მოთამაშე ხარ. იმიტომ, რომ აკეთებ იმას, რაც მოგწონს. არადა, მწვრთნელობისას 30 განსხვავებული მენტალიტეტის მქონე 30 სხვადასხვა მოთამაშე უნდა მართო. ეს ურთულესია. ჩემს ფეხბურთელებს არაფერს ვუმალავ და ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები ყველაფერს.“ - ციტირებს პირლოს სიტყვებს.Relevo.