საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და გუნდები დაზავდნენ - 0:0.
ორივეს შეეძლო მოგება და ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხეს. შედეგად სეზონი ნულოვანი ფრით დაიწყეს.
მომდევნო ტურში „ტორპედო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო „საბურთალო“ „დინამო ბათუმს“ ესტუმრება.