ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა King OF The Table-ს ღონისძიებაზე იტალიელ ერმეს გასპარინი დაამარცხა.
ლევანს მძიმე ბრძოლა გადახდა თავს, მეტოქეს ოთხ რაუნდში აჯობა, შემდეგ სუნთქვის პრობლემები შეექმნა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც ბრძოლა შეწყვიტა.
შედეგად, მომდევნო ორი რაუნდის გამარჯვებულად იტალიელი გამოცხადდა, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა საგინაშვილმა 4:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ლევანი და გასპარინი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.