ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდული დერბი შედგა, რომელშიც „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ მარცხს გადაურჩა.
64-ე წუთზე „როხიბლანკოს“ ანხელ კორეა გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა წინ გასვლა მაინც შეძლო. 78-ე წუთზე ხოსე მარია ხიმენესმა გახსნა ანგარიში.
„რეალი“ წაგებისგან 18 წლის თავდამსხმელმა ალვარო როდრიგესმა იხსნა, რომელმაც 85-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ის ურუგვაელი ფორვარდია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მართალია, კარლო ანჩელოტის გუნდმა ქულა გადაარჩინა, მაგრამ ეს ფრე დიდად ვერაფერში წაადგება, რადგან „ბარსელონას“ შანსი აქვს უპირატესობა კიდევ ორი ქულით გაზარდოს. „რეალი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და წინ „ბეტისთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „ატლეტიკოს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სევილიას“ უმასპინძლებს.
„რეალი“ – „ატლეტიკო“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ხიმენესი (78), 1:1 როდრიგესი (85)