„ფერარის“ შარლ ლეკლერი, ვინც ტესტების მესამე დღის დილის სესიაზე, საუკეთესო დრო დააფიქსირა, ამბობს, რომ ტესტებზე „რედ ბულის“ რეალური ძალა გამოჩნდა. მონაკოელმა 0.418 წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე ჯორჯ რასელს. თავად C4 საბურავებით ასპარეზობდა, რასელის „მერსედესი“ კი უფრო რბილი, C5 საბურავებით იყო შემოსილი.
„ვგრძნობ, რომ სამუშაო გვაქვს. როგორც ჩანს, „რედ ბული“ ამ სამ დღეში ძალიან ძლიერი იყო“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც საღამოს სესიისთვის, მანქანა კარლოს საინსს გადააბარა.
ლეკლერმა გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.ის ამბობს, რომ დოლომიტებში ექსტრემალური საზამთრო ვარჯიშების შემდეგ, კარგად დაისვენა და ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში ხვდება.
ლეკლერი ამბობს, რომ „ფერარის“ ახალი სარბოლო ავტომობილი SF-23, შარშანდელისგან ძლიერ განსხვავდება. ის ამბობს, რომ სწორზე მანქანა, მაგრამ მოსახვევებში უჭირს. მან მართვის რამდენიმე სტილი სცადა და ერთ-ერთზე შეჩერდა. მონაკოელი პილოტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოსაძებნია ბალანსი, რომელიც მანქანაზე მუშაობას და მის მომართვას გააადვილებს.
ლეკლერისგან განსხვავებით, მაქს ფერსტაპენი ამბობს, რომ მანქანაზე მუშაობა არ დასრულებულა, თუმცა მისი მუშაობით კმაყოფილია და მისი მათვით სიამოვნება მიიღო. რაც მთავარია, ის შარშანდელ მანქანაზე უკეთესია.