ჩოგბურთი

17:34 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე მატჩი ვერ დაასრულა

დღეს ქართველი ჩოგბურთელი დუბაის ტურნირში ჩაერთო, რომლის საპრიზო ფონდიც 2,855,495 აშშ. დოლარი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მეტოქედ მას ფრანგი კვენტინ ჰალისი ერგო, რომელთან თამაშიც სამწუხაროდ, ვერ დაასრულა.



შეხვედრაში ანგარიში 1:1 იყო და მესამე სეტი მიმდინარეობდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი შეწყვიტა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბასილაშვილმა მატჩი კარგად დაიწყო და 47-წუთიანი სეტის შემდგომ მეტოქე 6:4 დაამარცხა. მეორე სეტში უკვა ნიკა თავად დამარცხდა 3:6. მესამე სეტში კი, როდესაც ანგარიში 0:3 იყო, ჰალისის სასარგებლოდ, ნიკამ თამაში შეწყვიტა და შესავბამისად, ტურნირს გამოეთიშა.

ფრანგი კვენტინ ჰალისი ტურნირზე ასპარეზობას ავსტრალიელ კრისტოფერ ო’კონელის წინააღმდეგ მატჩით განაგრძობს.

0.128897