მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა, იმ შეხვედრაში კი საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელიც FIBA-მ გამოარჩია, გულშემატკივარს კი მისთვის ხმის მიცემა შეუძლია.
საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც მეტოქე 80-88 დაამარცხა. იმ მატჩში საუკეთესო კალათბურთელი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„თორნიკე შენგელია 31 წლის არის, თუმცა ის წოტა ასაკოვნად იგრძნობს თავს, როდესაც ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოსაპოვებლად სხვა ნომინანტებს შეხედავს“ - დაწერა FIBA-ს ვებ-გვერდმა, რადგან კაპიტანთან შედარებით დანარჩენები მართლაც ახალგაზრდები არიან.
ტურის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა (22ქ. 17მ. 6დ.), ბერძენი ნიკოს როკგრავოპულოსი (28ქ. 4მ.), იტალიელი ნიკო მანიონი (28ქ. 6პ.) და კიდევ ერთი ბერძენი დიმიტრის მორაიტისი (23ქ. 5პ.) იბრძვიან.
გულშემატკივარს თორნიკე შენგელიასთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეუძლია: https://www.fiba.basketball/basketballworldcup/2023/european-qualifiers/news/vote-now-who-was-your-mvp-of-gameday-11?fbclid=IwAR287bInj-edHfxqdFEaeQr-8PbIoTgQ0OKspLRpqb9-FKjbD6ioBpe0DIQ
საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩს ხვალ, ისლანდიის წინააღმდეგ 20:00 საათზე „თბილისი არენაზე“ გამართავს, სადაც გაირკვევა ის, გავა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები.