ამერიკული „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილ ნევილმა ლეო მესისა და სერხიო ბუსკეტსის გარშემო გავრცელებული ჭორების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ორივე მათგანის შეძენას მართლაც ცდილობს:
„არ უარვყოფ ჭორებს იმის შესახებ, რომ მესისა და ბუსკეტსის შეძენას ვცდილობთ. ჩვენ გვსურს, რომ ამ კლუბში მსოფლიო საუკეთესო მოთამაშეები მოვიწვიოთ. მესი და ბუსკეტსი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან და ისინი MLS-ს დიდ სარგებელს მოუტანენ.“
„მას შემდეგ, რაც მე ამ გუნდის მწვრთნელად დავინიშნე, ჩვენ ყველა ფეხბურთელი დაგვიკავშირეს. სერხიო რამოსიდან დაწყებული, ლუის სუარესით დამთავრებული. თქვენ ყველა მათგანი შეგიძლიათ გამორიცხოთ.“
ლეო მესის ამჟამინდელ კლუბთან, „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი კვლავ არ გაუხანგრძლივებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მედიაში ყველაზე ხშირად კვლავ „ბარსელონაში“ დაბრუნების, ან სულაც სწორედ „ინტერ მაიამიში“ გადასვლის ვარიანტები ვრცელდება.
სერხიო ბუსკეტსსაც უმთავრდება „ბარსელონასთან“ კონტრაქტი და რამდენჯერმე მისი აშშ-ში გადასვლის შესაძლებლობამაც გაიჟღერა.