ჭიდაობა

13:19 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა ალექსანდრიის ტურნირი 9 მედლით და პირველი ადგილით დაასრულეს

ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტურნირი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.



შეჯიბრის მეორე დღეს 72 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე და ოთარ აბულაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გამარჯვება და ოქროს მედალი ზოიძეს, ვერცხლი კი აბულაძეს ერგო. ფინალამდე რამაზმა ეგვიპტელ აბდელრაჰმანს და ყაზახ დანიარ კალენოვს სძლია.

82 კგ.ში გელა ბოლქვაძემ ფინალში ყირგიზი აკილბეკ ტალანტბეკოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე ბოლქვაძემ შვედ კრისტოფერ ბერგს, ეგვიპტელ ფარეს გალის და ავსტრიელ მიხაელ ვაგნერს აჯობა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით იური ლომაძე, საჩინო დავითაია და შმაგი ბოლქვაძეც გამოდიოდნენ, თუმცა მათ ფინალურ ბლოკში გასვლა ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, საერთო ჯამში ტურნირი 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

დღეს ეგვიპტეში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან ასპარეზობაში.

0.114851