„მაკლარენის“ მთავარი აღმასრულებელი ზეკ ბრაუნი ამბობს, რომ გუნდმა სეზონის წინ, ახალი მანქანის სრულყოფის გეგმა ვერ შეასრულა. მისი თქმით, მანქანას სიჩქარე აკლია და ამის გამოსწორება ერთ კვირაში, ანუ პირველი ეტაპისთვის მოსალოდნელი არაა.
ლანდო ნორისს და მის ახალბედა თანაგუნდელ ოსკარ პიასტრის ტესტებზე საშუალო შედგები ჰქონდათ. ტესტების შედეგების მიხედვით, MCL60 ვერ არის ის მანქანა, რომლითაც ისინი ლიდერებთან მიახლოებას შეძლებენ.
ბრაუნი ამბობს, რომ ახალ სარბოლო ავტომობილს, „სატესტო ხარვეზები“ აქვს და რაც მთავარია, ვერ შესრულდა მანქანის სრულყოფის გეგმა, რომელიც ინჟინრებს ტესტებისთვის ჰქონდათ დასახული. შესაბამისად, გუნდი პირველი რბოლისთვის კარგ შედეგებს არ ელის.
„მაკლარენს“ გასული სეზონის წინ, მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რომელთა გამოსწორებასაც დრო დასჭირდა. გუნდის ახალი შეფი ანდრეა სტელა იმედოვნებს, რომ ახალი მანქანა, წინამორბედის გაუმჯობესებული ვარიანტია. თუმცა მისი მუშაობით, ბოლომდე კმაყოფილი არაა.
„სეზონის განმავლობაში, ჩვენ ტოპ ოთხეულის გუნდად ჩამოვყალიბდებით. რეალისტები თუ ვიქნებით, ტოპ სამეულთან ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ სეზონის განმავლობაში, ოთხეული ჩვენი მიზანია“, - ამბობს „ფერარის“ ყოფილი ინჟინერი.
გასული სეზონი უოკინგელებმა მეხუთე ადგილზე, „ალპინის“ უკან დაასრულეს.