„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის გულშემატკივრები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, მის უკან ტრიბუნაზე იყო ხალხი, რომლებსაც ეძინათ.
„ჩემს უკან ხალხს ეძინა, როგორც ჩანს, ბევრი ჭამეს. კარგია, ისინი ძილს აგრძელებენ“, - თქვა ირონიულად მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომამ“ ავსტრიული „ზალცბურგი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი სან სებასტიანის „სოსიედადს“ შეხვდება.