ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრი სკის მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით თედიაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია და 25 თებერვალს, ფინალური ბლოკში იასპარეზებს.
ქართველმა მოთხილამურემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 32-ე შედეგი აჩვენა და აღსანიშნავია, რომ ფინალში სწორედ 32 მონაწილე გადადიოდა.
32-ე პოზიცია კი იმას ნიშნავს, რომ ფინალურ სესიაში ის ასპარეზობას მერვედფინალური სტადიიდან დაიწყებს.
დღესვე ძალები მოსინჯეს ლაშა კურტანიძემ და ბექა ბერძენიშვილმა, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაბამისად, 37-ე და 38-ე ადგილებს დასჯერდნენ. აქვე გეტყვით, რომ სკი კროსის ფინალური ეტაპი შაბათს გაიმართება.