რაგბი

14:44 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გელა აფრასიძე საფრანგეთში კლუბს შეიცვლის

საქართველოს ნაკრების მორაგბე გელა აფრასიძე „მონპელიეს“ დატოვებს და კარიერას „ბაიონში“ გააგრძელებს, რომელიც ასევე ტოპ 14-ის ბინადარია.

25 წლის მორაგბე „მონპელიეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, „ბაიონს“ კი შესაბამისად, ზაფხულში შეუერთდება.

გელა აფრასიძე „მონპელიეს“ წევრი 2017 წლიდანაა, თუმცა, ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერ იქცა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა. „მონპელიეში“ აფრასიძე გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

„ბაიონი“ ტოპ 14-ში ამჟამად პლეი-ოფის ზონაშია და ამ გუნდის ღირსებას კიდევ ქართველი მორაგბე, კოტე მიქაუტაძე იცავს.

0.116523