ქართველი ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგის ბინადარ „მეიჟოუ ჰაკაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მან ჩინურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო. ლობჯანიძე ბოლოს ყაზახურ „ყიზილჟარში“ თამაშობდა კარიერის განმავლობაში კი „ვიტ ჯორჯიას“, „შუქურას“, „რუსთავის“, „დინამო ბათუმის“, „ტარაზის“, „კაისარის“, „ორენბურგის“ და „ტობოლის“ ღირსებას იცავდა.
„მეიჟოუ ჰაკამ“ ჩინეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა.