ფეხბურთი

12:38 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე მსაჯმა Goal Line Technology-ის დაფიქსირებული გოლი არ ჩათვალა

კონფერენს ლიგაზე „ფიორენტინასა“ და „ბრაგას“ მატჩში უჩვეულო ინციდენტი მოხდა. ფლორენციელთა თავდამსხმელის არტურ კაბრალის დარტყმის შემდეგ Goal Line Technology-იმ დააფიქსირა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და მსაჯმა ბენუა ბასტიენმაც გოლი დააფიქსირა.

თუმცა, სანამ თამაში განახლდებოდა, მას VAR-ზე ეპიზოდის შესამოწმებლად დაუძახეს. გადამოწმებამ 6 წუთი გასტანა და ფრანგმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. არადა, როგორც წესი, Goal Line Technology-ი უტყუარად აფიქსირებს გადაკვეთა თუ არა, ბურთმა კარის ხაზი, მაგრამ ამის მიუხედავად, მსაჯი არ იყო დარწმუნებული, რომ გოლი გავიდა, ამიტომაც ის გააუქმა.

საბოლოოდ, „ფიორენტინამ“ „ბრაგა“ 3:2, ორი მატჩის ჯამში კი 7:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.119263