ფეხბურთი

23:43 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიას მაგიური შოუ ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის მერვედფინლისტთა სია ოთხი გუნდით გაიზარდა - „იუვენტუსი“, „სევილია“ და „სპორტინგი“.

ტურინულმა გრანდმა ფრანგულ „ნანტს“ პირველი მატჩი შინ ვერ მოუგო, მაგრამ საფრანგეთში მეტოქეს აშკარად აჯობა და 3:0 მოიგო. შედეგად, მომდევნო ეტაპზეა. „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გაიბრწყინა ანხელ დი მარიამ, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში საოცარი დარტყმით - სუპერგოლი იყო. მეოცე წუთზე პენალტი მოიპოვა, თან მცველი გააძევებინა და თერთმეტმეტრიანიც გოლად აქცია, ხოლო მატჩის მიწურულს მესამეც გაიტანა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

ლისაბონის „სპორტინგმაც“ დაახლოებით ამავე გზით გადალახა ეს ბარიერი, რადგან შინ „მიდტიულანდს“ ვერ აჯობა (1:1), მაგრამ დანიაში 4:0 იმარჯვა. თან, ტურინელთა მსგავსად პირველივე ნახევარში მოიპოვა რიცხობრივი უპირატესობა და ფაქტია, გამარჯვება არ გასჭირვებია.

პსვ ეინდჰოვენმა „ფილიპს არენაზე“ „სევილიას“ 2:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ერთი კვირის წინ „სანჩეს პისხუანზე“ 0:3 წააგო, მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

"ლევერკუზენმა" პირველი მატჩი "მონაკოსთან" შინ 2:3 წააგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა, რადგან დღეს "ლუი II"-ზე იმარჯვა ამავე ანგარიშით, საბოლოოდ კი, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გერმანელები უფრო ზუსტნი იყვნენ - 5:3. ამრიგად, "ლევერკუზენიც" მერვედფინალშია.

„მიდტიულანდი“ – „სპორტინგი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 კოატეში 921), 0:2 პედრო გონსალვეში (50), 0:3 პედრო გონსალვეში (77), 0:4 გარტემანი (85, ა.გ)

„ნანტი“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 დი მარია (5), 0:2 დი მარია (20, პენ), 0:3 დი მარია (78)

პსვ ეინდჰოვენი - „სევილია“ 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 დე იონგი (77), 2:0 სილვა (90)

„მონაკო“ – „ლევერკუზენი“ 2:3 პენ: 3:5 (1:2)

გოლები: 0:1 ვირტცი (13), 1:1 ბენ იედერი (19), 1:2 პალასიოსი (21), 1:3 ადლი (58), 2:3 ემბოლო (84)

0.122106