„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. იტალიელი დარწმუნებულია, რომ მათ გარეშე ლუჩანო სპალეტის გუნდი ისეთი ძლიერი არ იქნებოდა, როგორც ახლაა.
„ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ჭექა-ქუხილსა და ელვას ჰგვანან. ერთი ხმაურს იწვევს, მეორე - ზიანს. ახლა ის უნდა გავიგოთ, რომელს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ გაერთიანებიან, წარმოუდგენელი ძალა აქვთ. ერთი კითხვა მაქვს: „ნაპოლი“ კვარას და ოსიმენის გარეშე, რასპადორით და სიმეონეთი ძირითადში, როგორი იქნებოდა? ისინი ნაკლებად ძლიერები იქნებოდნენ. შესაბამისად, რაზეა დამოკიდებული გუნდის სიძლიერე? მოთამაშეებზე.
სპალეტის თავისი დამსახურებები აქვს, მაგრამ მოქმედი პირები ახდენენ განსხვავებას. შეგიძლია ნებიმისერი ინგრედიენტი გამოიყენო, მაგრამ კერძს, რაც გამოარჩევს მათი ხარისხია“, - თქვა ფედელემ.