ფეხბურთი

15:38 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეიან ლოვრენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ხორვატიის ნაკრების 33 წლის მცველმა, დეიან ლოვრენმა, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა „ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშის განცხადება და გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.

„ეს გადაწყვეტილება დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღე. დადგა დღე, როცა ეროვნულ გუნდს უნდა დავემშვიდობო, თუმცა მაინც ვრჩები ხორვატიის ნაკრების მგზნებარე გულშემატკივრად.

ყველაზე ლამაზი გვერდი ამ ისტორიაში ჩემთვის არის ყველაფერი ის, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მართალი გითხრათ, ეს მაინც ერთ ტკბილ სიზმრად მეჩვენება. არასოდეს დავივიწყებ ამ წუთებს და სამუდამოდ შვინახავ გულში.

მადლობა ყველა მწვრთნელს თანამშრომლობისთვის, სლავენ ბილიჩიდან დაწყებული ზლატკო დალიჩით დამთავრებული. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. მადლობა ყველა ყოფილ და ახლანდელ თანაგუნდელს ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. ყოველთვის ერთად ვიზიარებდით აღმავლობასა და დაცემას, სიცილსა და ცრემლებს. მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები. გმადლობთ!“ - წერს „ლიონის“ მცველი.

დეიან ლოვრენი ხორვატიის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობდა. ქვეყნის პირველ გუნდში 78 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა.

2018 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ყატარის მუნდიალის ბრინჯაოს მედალოსანი გახლავთ.

0.115069