ფეხბურთი

13:52 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის არტეტას არსენალური წარმატებები არ უკვირს

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, ჟურნალისტებს „არსენალის“ ესპანელი დამრიგებელის, მიკელ არტეტას შესახებ გაუზიარა აზრი.

„არ მიკვირს არტეტას მიღწევები „არსენალში.“ მეც ვმუშაობდი გვარდიოლას ასისტენტად, ასევე ვიყავი „ბარსელონას“ ცენტრალური ნახევარმცველი - ეს ორი ფაქტორი უკვე აძლევს მას უპირატესობას. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მწვრთნელის რანგში წარმატებას მიაღწევდა.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.

„არსენალი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს და პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით უსწრებს.

0.10787