ფეხბურთი

10:09 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ბელგიელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეგოლე გახდა

მილანის „ინტერსა“ და „პორტუს“ პირველ მერვედფინალურ მატჩში, რომელუ ლუკაკუს ერთადერთმა გოლმა გამარჯვება „ნერაძურის“ მოუტანა. ახლა ლუკაკუს ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 17 გოლი მოუგროვდა, დრის მერტენსს (16) გადაუსწრო და ბელგიელებს შორის ამ მაჩვენებლით ტურნირის რეკორდსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერსა „და „პორტუს“ მატჩი მილანური კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრა მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა. საპასუხო შეხვედრა პორტუში 14 მარტს ჩატარდება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„ინტერმა“ ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

0.129883