ფეხბურთი

2:20 | 23.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ნაპოლი" იტალიის სიამაყეა, სპალეტიმ კარგი გუნდი შედევრად აქცია"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რასაც ლუჩანო სპალეტი აკეთებს, დიეგო მარადონას გაკეთებული საქმის გვერდით აყენებს.

კასანომ „აინტრახტთან“ მატჩი შეაფასა და ისიც თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია პენალტის გაფუჭების მიუხედავად, ყოველთვის თამაშში იყო ჩართული.

„ეპითეტები ყოველთვის ცოტა იქნება ამ გუნდის დახასიათებისთვის. სიმეონემ 5 წუთი ითამაშა და კარისკენ ოთხჯერ დაარტყა. კვარა მიუხედავად გაცუდებული პენალტისა, ყოველთვის თამაშში იყო. განსაკუთრებული მატჩი ჰქონდა ლობოტკას, რომელიც შეუცვლელი ფეხბურთელია. „ნაპოლი“ იტალიის სიამაყეა, სპალეტიმ კარგი გუნდი შედევრად აქცია. ჩემი კომპლიმენტები დე ლაურენტისს, მაგრამ, რასაც სპალეტი აკეთებს, მარადონას გაკეთებულის გვერდით ვაყენებ“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 23 ტურის შემდეგ 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში კი „აინტრახტი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

0.118525