კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) გადაწყვეტილებით, ბრიტანელი კონორ ბენი მსოფლიო რეიტინგში აღადგინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბჭომ დაადგინა, რომ მოკრივეს დოპინგი გამიზნულად არ გამოუყენებია. საბოლოო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტესტებზე დადებითი პასუხების მიღების მთავარი მიზეზი, კვერცხის დიდი რაოდენობით მიღებაა.
როჭოს წონში (67 კგ) მოასპარეზე ბენი, ოქტომბერში თანამემამულე კრის ეუბანკ უმცროსს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა, რადგან ბენს ტესტმა ორგანიზმში „ნაყოფიერების წამლის კვალი აღმოუჩინა“.
WBC-ს განცხადებით, ბენის გუნდმა საკმარისი მტკიცებულება წარადგინა, რომელშიც აღწერილია მოკრივის დიეტა და ის დანამატები, რომლებსაც ის ღებულობს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ტესტში აკრძალული ნივთიერების (ქლომიფენი) აღმოჩენა, არაა წამლების მიღების შედეგი. WBC-ს განმარტებაში ნათქვამია, რომ ტესტზე დადებითი პასუხის მთავარი მიზეზი, კვერცხის დიდი რაოდენობით მოხმარებაა. კვერცხი კი, როგორც ირკვევა, ქლომიფენს ბუნებრივად შეიცავს.