ფეხბურთი

23:00 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორატი: "ნაპოლიდან" "ინტერში" კვარაცხელიას და ოსიმენს წავიყვანდი"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს გადაიყვანდა. იტალიელი ლუჩანო სპალეტის გუნდის თამაშით მოხიბლულია.

„ფრანკფურტში „ნაპოლის“ საოცარი თამაში ჰქონდა. ეს გუნდი ევროპაშიც აღარ არის სიურპრიზი, სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია და თავის შესაძლებლობებს ავლენს. „ნაპოლიდან“ „ინტერში“ კვარაცხელიას და ოსიმენს წავიყვანდი. „აძურის“ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ ეს რთული ტურნირია. ფანებმა უნდა იამაყონ, რადგან ისინი წარმოუდგენლად თამაშობენ და ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის არიან“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, იტალიაში გაიმართება.

0.114858