ვეტერანმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თუ ფინალამდე „მანჩესტერ სიტის“ არ შეხვდება, ფინალში გასვლა მშვიდად შეუძლია.
„ნაპოლი“ „მანჩესტერ სიტის“ მალე თუ არ შეხვდება, ფინალში გასვლა მშვიდად შეუძლია. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან სეზონის განმავლობაში ჩავარდნა არასდროს ჰქონიათ. ჩემპიონთა ლიგაზე „სიტი“ ყველაზე ძლიერი გუნდია, „რეალის“ გოლეადის მიუხედავად. ასევე მომწონს „ბენფიკა“, რომელიც სათამაშო იდეით „ნაპოლის“ ჰგავს, მაგრამ შედარებით დაბალი ხარისხით თამაშობს. ზოგადად, დღეს არავის სურს სპალეტის გუნდთან შეხვედრა და ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ“, - თქვა ბანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, იტალიაში გაიმართება.