კალათბურთი

17:54 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

FIBA: 8 მოთამაშე, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ერთ-ერთი თორნიკე შენგელიაა

FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯრისთვის 8 მოთამაშე გამოარჩია, რომელსაც გულშემატკივრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, სიაში კი ერთ-ერთი თორნიკე შენგელიაა.



„საქართველო ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდეს, შენგელია მის გუნდს 18.5 ქულით, 7.8 მოხსნით, 3.3 ასისტითა და 1.5 ჩაჭრით წინ მიუძღვება. ფორვარდმა ისლანდიასთან მოგებულ მატჩში 27 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება შეასრულა და მას კვლავ სჭირდება, რომ დიდებული იყოს, რათა საქართველოსთან ერთად ისტორია დაწეროს“ - წერია FIBA-ს საიტზე.

სიაში თორნიკე შენგელიასთან ერთად ვიქტორ ვემბეანიამა (საფრანგეთი), ტრიგვი ჰილნასონი (ისლანდია), ბორიშა სიმანიჩი (სერბეთი), ჟიგა სამარი (სლოვენია), ედონ მაქსუნი (ფინეთი), ჟოელ პარა (ესპანეთი) და ელიოტ კადეო (შვედეთი) მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს 23 და 26 თებერვალს, ნიდერლანდებისა და ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

0.120991