ფეხბურთი

17:35 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გურამ გიორბელიძე “დინამო ბათუმში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „ზაგლებიეს“ ყოფილი მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.





ქართველი ფეხბურთელი კარიერას ბოლნისის „სიონში“ იწყებდა, საიდანაც გორის „დილას“ შეუერთდა, იქიდან კი კარიერა უცხოეთში განაგრძო.

გიორბელიძე სხვადასხვა დროს „დინამო დრეზდენის“ და „ვოლფსბერგერის“ ღირსებას იცავდა, 2022 წლიდან კი ის პოლონურ „ზაგლებიეში“ გამოდიოდა, სადაც 16 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დღესვე „დინამო ბათუმმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდში ბენჟამინ ტეიდიც დაბრუნდა.

გურამ გიორბელიძეს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.147492