ლონდონის „ჩელსის“ მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ „საუთჰემპტონთან“ მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შესახებაც კომენტარი კომენტარი გამოჯანმრთელებისა და სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
„საუთჰემპტონის“ ფეხბურთელმა, მარამ მაკრატელა დარტყმის შესრულება სცადა, რა დროსაც ფეხი სესარ ასპილიკუეტას მოარტყა. ესპანელ მცველს ექიმები 10 წუთის განმავლობაში ეხმარებოდნენ, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მომენტი ძალიან საშიში იყო, განსაკუთრებით ჩემი ოჯახისთვის. ბოლო რაც მახსოვს ის იყო, რომ კუთხური უნდა მოწოდებულიყო, ხოლო როდესაც გამოფხიზლდი, პირველი ის მომესმა, რომ გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებდნენ.“
„რამდენიმე დღეს დავისვენებ და აღსადგენად გამოვიყენებ, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძობ მუშაობას.“ - განაცხადა ასპილიკუეტამ სავარჯიშო ბაზაზე მისვლის შემდეგ.
ესპანელი მცველი „ჩელსის“ ღირსებას უკვე 11 წელია იცავს. ამ გუნდის რიგებში მან 502 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.