ტაეკვონდოს ევროპის ფედერაციამ მესამე ევროპული თამაშების მონაწილეთა სია გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი სპორტსმენი, ზუკა კინწურაშვილი კრაკოვში გასამართ ღონისძიებაზე მიიღებს მონაწილეობას.
ქართველი სპორტსმენი -74 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. იგი ერთხელ უკვე იყო ოლიმპიადის მონაწილე, როდესაც 2018 წელს ბუენოს აირესში მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
2023 წლის ევროპული თამაშებისთვის საგზურების გათამაშება გრძელდება და შესაძლოა, მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოდან კიდევ რამდენიმე ტაეკვანდოისტი ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ რიგით მესამე, 2023 წლის ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.