ფეხბურთი

3:38 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "მეტოქეებს კვარაცხელიას ეშინიათ და ყოველთვის ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „აინტრახტის“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა, რომელიც იტალიელებმა 2:0 მოიგეს.

როგორც კაპელომ აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიასი მეტოქეებს ეშინიათ, ამიტომაც, მის წინააღმდეგ ყოველთვის ორმაგი მეურვეობაა.

„ნაპოლიმ“ საწყისი 10 წუთი ცუდად ითამაშა, უჭირდა მეტოქის სისწრაფეებთან და სახიფათო შეტევებს იღებდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ მიხვდნენ, როგორ უნდა ეთამაშათ. რას ვეტყოდი გასახდელში ფეხბურთელებს სპალეტი რომ ვიყო? ყოჩაღ ბიჭებო, მაგრამ გარკვეული მომენტები უნდა გამოვიყენოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა, ბევრი მომენტი ვაჩუქეთ მეტოქეს და არაფრის გაჩუქება საჭირო არაა, ჩემპიონთა ლიგაზე ასე მუშაობს.

კვარაცხელია გააკონტროლეს? მის წინააღმდეგ ყოველთვის ორი მეტოქე თამაშობდა, რადგან ის შიშის მომგვრელია. თუ ორმაგი მეურვეობით თამაშობ, სხვა მოთამაშე თავისუფალი რჩება. სინამდვილეში, საპირისპირო ფლანგზე ირვინგ ლოზანომ განსხვავება სწორედ ამის ხარჯზე მოადინა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, ნეაპოლში გაიმართება.

0.064221