„კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სტალის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა: მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, როდესაც ოთარი თამაშში ჩაერთო (46-ე წუთზე) და ერთ წუთში ანგარიში გაათანაბრა, მერე კი საგოლე პასი გააკეთა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.
კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა.