ფეხბურთი

18:49 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურში ზედიზედ მესამედ მოხვდა

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

22 წლის შემტევმა Goal Italia-მ გამოარჩია. აღსანიშნავია, ამ გამოცემის ვერსიით კვარა ტურის სიმბოლურში ზედიზედ მესამედ მოხვდა.

გასულ უიქ-ენდზე „ნაპოლიმ“ „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა, კვარაცხელიამ კი ძალიან ლამაზის გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.117732