ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მან ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კონკურენტებს აჯობა და პრესტიჯული წოდება მოიპოვა. კალანდაძემ, რომელიც პოლონური „დეველოპრეს ჟეშუვის“ ღირსებას იცავს, იზაბელ ჰააკს, ჯორდან ტომპსონსა და ვიტა აკიმოვას აჯობა. მან მთლიანობაში 23 221 ხმა დააგროვა.
ანამ ჯგუფურ ეტაპზე თავის გუნდს 95 ქულა შესძინა, 8 ბლოკი შეასრულა და 11 ეისი მიითვალა.
24 წლის ფრენბურთელი პოლონური „დეველოპრეს ჟეშუვის“ ღირსებას იცავდა. მანამდე ის საბერძნეთსა და თურქეთში თამაშობდა.