სხვა

17:45 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხედ ჩატარდება

22 თებერვალს სტარტს აიღებს საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში. მონაწილეები ერთმანეთს GT3 კლასის სხვადასხვა სარბოლო ავტომობილებით მსოფლიოს 6 ვირტუალურ ავტოდრომზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული დაგროვილი ქულათა ჯამით გამოვლინდება.

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს ქართველმა სიმ რეისერმა, სანდრო ჭანტურიამ, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის წარდგენით, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ავტოსპორტის თამაშებზე FIA Motorsport Games. ამავე ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა 2019 წელს არჩილ ციმაკურიძემ.

ტურნირის ორგანიზატორი, კომპანია სიმულექს რეისინგი ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებს. ღონისძიება პირველად კოვიდ-19 პანდემიის დროს, 2020 წელს ჩატარდა. პირველი ჩემპიონი გამოჩენილი ქართველი მრბოლელი, დათა ქაჯაია გახდა, 2021 წელს გამარჯვება ნიკა კობოსნიძემ იზეიმა, ხოლო გასულ წელს პირველი სანდრო თავართქილაძე იყო.

ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ ფეისბუქ გვერდზე: Simulexe Racing - სიმულექს რეისინგი და YouTube არხზე Simulexe Racing

ვიდეო თიზერის გადმოსაწერი ბმული

ვიდეო თიზერის ბმული YouTube არხზე:

0.135473