დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, კრივში, საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იღებს მონაწილეობას.
წლის პირველი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს რინგზე გავლენ ლაშა გურული და ნაკრების კაპიტანი ნიკოლოზ ბეგაძე. გურულის მეტოქე ავსტრალიელი ჰარი გარსაიდი იქნება, რაც შეეხება ნიკოლოზ ბეგაძეს, ის ავსტრიელ ტერემოანას შეხვდება.
რაც შეეხებათ სხვა მოკრივეებს, ხვალ იბრძოლებს 57 კგ-ში არამ ხრიკიანი და მისი მეტოქე ბელარუსი მაქსიმ პანკოუ იქნება. 63.5 კგ.-ში ლაშა გაგნიძე უზბეკ მუჯიბილო ტურსუნოვს დაუპირისპირდება. რაც შეეხება 92 კგ.-ს, გიორგი ჭიღლაძის მეტოქე ფრანგი სოებ ბუაფია იქნება.
22 თებერვალს 60 კგ.-ში არტიუშ გომციანი გერმანელ მურატ ილდირიმს შეხვდება, 75 კგ.-ში კი გიორგი ხარაბაძე სერბ ალმირ მემიჩს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება 23 თებერვალს, 51 კგ.-ში საჰილ ალაჰვერდოვი, აშშ-ს წარმომადგენელ ჯორდან როუჩის, 80 კგ.-ში ოთარ ნავერიანი ჯერ-ჯერობით უცნობ მეტოქეს და 86 კგ-ში გიორგი ყუშიტაშვილი ბელარუს ანდრეი მასალაუს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების ერთადერთი დანაკლისი ესკერხან მადიევია, რომელიც 71 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.
სოფიაში 20-24 თებერვალს წინასწარი ბრძოლებია, 25 ნოემბერს - ნახევარფინალი, ფინალი - 26 ნოემბერს
გუნდი ამ ტურნირით იწყებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპული თამაშებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი ტაშკენტში 1-14 მაისსაა დანიშნული. 21 ივნისიდან კრაკოვში მესამე ევროპული თამაშებია, რომელიც უკვე ოლიმპიური ფორმატით, 7 წონით კატეგორიაში გაიმართება.