ფეხბურთი

14:52 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი და ორელიენ ჩუამენი „ლივერპულთან“ მატჩს გამოტოვებენ

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ გასამართი მატჩის წინ „რეალ მადრიდმა“ განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ გუნდს ტონი კროოსი და ორელიენ ჩუამენი ვერ დაეხმარება.



ტონი კროოსმა ოთხშაბათს „ელჩესთან“ გამართული მატჩი შეუძლოდ ყოფნის გამო გამოტოვა. ესპანური მედიის ინფორმაციით, მას ინფექცია განუვითარდა, რომელიც მის წონაზე და კუნთის მასაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

რაც შეეხება ჩუამენის, მას გრიპი აქვს და ვერც ის ვერ მოახერხებს „წითლების“ წინააღმდეგ თამაშს.

კარგი ამბავი ის არის, რომ „სამეფო კლუბს“ კარიმ ბენზემა დაუბრუნდა. ფრანგ შემტევს ლა ლიგის ბოლო ტურში „ოსასუნას“ წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა საჩემპიონთალიგო განაცხადში მაინც მოხვდა.

კროოსის და ჩუამენის არყოფნა ნიშნავს იმას, რომ „რეალის“ ნახევარდაცვას მოდრიჩი-ვალვერდე-კამავინგას ტრიო შეავსებს, სათადარიგოთა სკამიდან კი გუნდს მარიო მარტინი, არიბასი და სებალიოსი შეავსებს.

„რეალისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 21 თებერვალს, 23:55 საათზე „ენფილდზე“ გაიმართება.

0.131424