ფეხბურთი

13:52 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სამტრედია“ თურქეთში გამართული შეკრების ბოლო მატჩში დამარცხდა

თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე „სამტრედიამ“ ბოლო ამხანაგური მატჩი ყაზახური „აქსუს“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.



„აქსუ“ ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ „დინამო ბათუმმა“ 1:0 სძლია.

„სამტრედიისთვის“ თურქული შეკრება არც თუ ისე წარმატებულად დასრულდა, რადგან გუნდმა 5 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება ვერცერთში ვერ მოიპოვა (2ფრე, 3 წაგება).

სამტრედიელები სამშობლოში გამოემგზავრებიან და ეროვნული ლიგის მატჩისთვის მოემზადებიან. ისინი პირველ მატჩს 25 თებერვალს, „თელავის“ წინააღმდეგ გამართავენ.

სამტრედია: ბურიჩენკოვი, კორიფაძე, მირცხულავა, კილასონია, უბილავა, ოლატუნჯი, ხმალაძე, ჩიტაიშვილი, ინჯგია, ნაჭყებია, ჩამბა

შეცვლაზე შევიდნენ: იოსელიანი, აბულაძე, კამლაძე, ხაიბულიაევი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, თევზაძე, ლაღაძე, კირკიტაძე

თეგებისამტრედია
0.112678