ფეხბურთი

13:19 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბოლტონის“ სტადიონს უცნაური სახელი დაარქვეს, ამან გულშემატკივრები გააღიზიანა

ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მოთამაშე და ერთ დროს პრემიერლიგის წევრმა „ბოლტონმა“ დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან მათ სტადიონს ახალი სახელი ერქმევა, რაც გულშემატკივრებს შორის ნამდვილად არ იმსახურებს მოწონებას.



საქმე ის არის, რომ პრემიერლიგაში თამაშის დროს, „ბოლტონის“ სტადიონი ცნობილი იყო, როგორც „რიბოკ სთეიდიუმი“, თუმცა წლების გასვლასთან და კლუბის რეგრესთან ერთად, სტადიონის სახელიც იცვლებოდა.

„ბოლტონის“ საშინაო არენას სხვადასხვა დროს „მაკრონ სთეიდიუმი“, ბოლოს კი „ბოლტონ იუნივერსითი სთეიდიუმი“ ერქვა. ამჟამად, კლუბმა დაადასტურა, რომ 5-წლიანი შეთანხმება დადო სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია Toughsheet-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბოლტონის“ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში „Toughsheet Stadium“ ერქმევა.

ქართულად ძალიან რთული გადმოსათარგმნია ის, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა ზუსტად. სიტყვა Tough მყარს, ან მკაცრსაც ნიშნავს, Sheet კი ფურცლების, ან ზოგ შემთხვევაში გადასაფარებლების აღსანიშნადაც გამოიყენება. ფაქტი ის არის, რომ ამ სახელმა გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია და სარკასტული კომენტარებიც დაიმსახურა.

ამჟამად „ბოლტონი“ ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მე-4 პოზიციაზე იმყოფება 59 ქულით და როგორც მინიმუმ, ჩემპიონშიპში დასაბრუნებლად იბრძვის.

თეგებიბოლტონი
0.126078