ჩოგბურთი

10:36 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი ATP ტურს ტიტულით დაუბრუნდა

ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელი, კარლოს ალკარასი ტრავმის შემდგომ დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე, ბუენოს აირესში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.



მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს აირესში გამართული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 626 595 დოლარს შეადგენდა, შესანიშნავად ჩაატარა და ტიტულსაც დაეუფლა.

ტურნირზე ალკარასმა სერბები, ჯერე და ლაიოვიჩი და თანამემამულე ზაპატა მირალესი დაამარცხა, ფინალში კი ბრიტანელ კემერონ ნორის დაუპირისპირდა, რომელიც საათზე ნაკლებში, 2 სეტში, 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის მე-7 ტიტული მოიპოვა.

„ფინალში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი იმას, თუ რა უნდა გამეკეთებინა დასაწყისში და თამაშის მიმდინარეობისას. ეს ის დონეა, რომელიც ფინალებში უნდა ვაჩვენო“ - განაცხადა ალკარასმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 19 წლის ესპანელისთვის ეს ATP-ის ტურზე მე-7 ტიტული იყო. აქამდე მას უმაგის, რიო დე ჟანეიროს, მაიამი, ბარსელონას და მადრის ტურნირები და რაც ყველაზე მთავარია, ამერიკის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული.

0.124052